წყარო:BM.GE
2025 წელს ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია.
Colliers Georgia-ს კვლევის მიხედვით, წლის განმავლობაში დაფიქსირდა 17 052 გაყიდული ბინა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით მეტია. ბაზრის მოცულობა 34%-ით გაიზარდა და 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

მთავარი აქცენტი მოთხოვნის სტრუქტურაზე კეთდება. ზრდის დაახლოებით 70% უცხოელი მყიდველებზე მოდის.

„აჭარის მზარდი საინვესტიციო მიმზიდველობა უცხოელი ინვესტორებისთვის, ასევე მაღალი ხარისხის ახალი პროექტების მიწოდება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ბაზრის ზრდას.“
უცხოელი მყიდველები აქტიურად ყიდულობენ როგორც პირველად, ასევე მეორად ბაზარზე, თუმცა აშკარა უპირატესობას ახალ პროექტებს ანიჭებენ.
„უცხოელი კლიენტების მიერ განხორციელებული შენაძენის 86% რეგისტრირებულია ახალ პროექტებში.“
ეს პირდაპირ აისახება ფასებზე. ახალი პროექტების მეორად ბაზარზე საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 1 497 აშშ დოლარს მიაღწია, ხოლო ძველ ფონდში — 1 196 დოლარს. მოთხოვნის გაძლიერება ბუნებრივად აჩქარებს ფასების ზრდას.
ასევე აღსანიშნავია ახალ პროექტებში ქართველი მყიდველების წილის ეტაპობრივი შემცირება. 2025 წელს მათი წილი 51% იყო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოთხოვნის სტრუქტურის მნიშვნელოვანი ცვლილება 2022–2023 წლებში დაიწყო რეგიონული გეოპოლიტიკური ცვლილებებისა და რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეების მხრიდან გაზრდილი ინტერესის ფონზე.
ბათუმის ბაზრისთვის ეს ნიშნავს ერთ რამეს: ქალაქი საბოლოოდ ჩამოყალიბდა საერთაშორისო საინვესტიციო ცენტრად.ახალი პროექტები გახდა ბაზრის მთავარი მამოძრავებელი ძალა, ხოლო უცხოელი მყიდველები განსაზღვრავენ ფასებისა და ლიკვიდურობის დინამიკას.
აღარ არსებობს კითხვა, არის თუ არა მოთხოვნა. კითხვა იმაშია,თუ რომელი ფორმატები იქნება ყველაზე პოპულარული.
კონტაქტი
უახლესი აქტუალური ინფორმაცია ჩვენს
სოციალურ ქსელებში