წყარო:bpn.ge
T’way Air იწყებს სეზონურ ჩარტერულ რეისებს სეულსა და თბილისს შორის.

2026 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონში, 24 აპრილიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით, T’way Air შეასრულებს სეზონურ ჩარტერულ ფრენებს სეულსა და თბილისს შორის. რეისები განხორციელდება ფართო ფიუზელაჟიანი Airbus A330-ისა და Boeing B777-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით. ჯამში დაგეგმილია 8 რეისი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის: 2024–2025 წლებში სეზონურ რეისებს ასრულებდა Korean Air. დინამიკა საგულისხმოა — მგზავრთნაკადი 2024 წელს 1 077 მგზავრიდან 2025 წელს 2 233 მგზავრამდე გაიზარდა.
პირდაპირი ავიამიმოსვლა, თუნდაც ჩარტერული ფორმატით, მიუთითებს მიმართულებისადმი მზარდ ინტერესზე. ტურიზმისა და ბიზნესკავშირებისთვის ეს დამატებითი არხია ერთ-ერთი ყველაზე გადახდისუნარიანი აზიური ბაზრიდან.
ასეთი ცვლილებები ყოველთვის აისახება უძრავი ქონების ბაზარზე, განსაკუთრებით თბილისში და ბათუმში.
კონტაქტი
უახლესი აქტუალური ინფორმაცია ჩვენს
სოციალურ ქსელებში