წყარო:bm.ge
რა ღირდა სხვადასხვა კატეგორიის ბინები თბილისში 2025 წელს?
TBC Capital-ის მონაცემებით, 2025 წელს თბილისის საშუალო ფასი კვადრატულ მეტრზე 1 312 აშშ დოლარს შეადგენდა. თუმცა ბაზრის შიგნით მნიშვნელოვანი განსხვავებაა კატეგორიის მიხედვით ფასები 786 დოლარიდან 4 088 დოლარამდე მერყეობდა.
2019–2025 წლებში ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა „ეკონომ+“ სეგმენტში +9% CAGR.
  1. ლუქსი — +2%
  2. პრემიუმ+ — +6%
  3. პრემიუმ — +7%
  4. კომფორტი — +8%
  5. ეკონომ+ — +9%
  6. ეკონომი — +6%
ეს მიუთითებს, რომ ძირითადი მოთხოვნა და ზრდა კონცენტრირებულია საშუალო სეგმენტში, სადაც ფასი და ლიკვიდურობა ერთმანეთს ბალანსშია. ზედა სეგმენტი შედარებით ნელა იზრდება, როგორც ეს სხვა ბაზრებზეც შეიმჩნევა.

2025 წელს თბილისში გაცემული საცხოვრებელი ფართის სამშენებლო ნებართვები 1,28 მლნ კვ.მ-ს შეადგენდა (+2% 2024 წელთან შედარებით). ახალი მიწოდება ძირითადად დიდ დიღომში, ისანსა და გლდანში კონცენტრირდა.
თბილისის ბაზარი კვლავ არაერთგვაროვანია ქალაქის საშუალო ფასი სრულ სურათს არ ასახავს კატეგორიისა და ლოკაციის გათვალისწინების გარეშე.

მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვრა, რომელ სეგმენტში ყალიბდება დღეს ძირითადი პოტენციალი.
კონტაქტი
უახლესი აქტუალური ინფორმაცია ჩვენს
სოციალურ ქსელებში