წყარო:gnta.ge
საქართველო გახდა საქმიანი ტურიზმის ფორუმის m&i Transatlantic Vienna 2026 გამარჯვებული.
საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა ნომინაციაში "Best Discovery" საერთაშორისო საქმიანი ტურიზმის ფორუმზე m&i Transatlantic Vienna 2026, რომელიც ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა.
ფორუმზე საქართველო წარმოდგენილი იყო საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ. სამი დღის განმავლობაში გაიმართა შეხვედრები წამყვანი ევროპული და ამერიკული კომპანიების წარმომადგენლებთან, რომლებიც საქმიან ტურიზმის მიმართულებით მუშაობენ.
ამ შეხვედრების შემდეგ საერთაშორისო მონაწილეებმა შეაფასეს წარმოდგენილი ტურისტული მიმართულებები და ხმების უმრავლესობა სწორედ საქართველომ მიიღო.

უცხოურმა კომპანიებმა მაღალი ინტერესი გამოხატეს საქართველოში მსხვილი ფორუმების, კონგრესების, კონფერენციებისა და საერთაშორისო ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობების მიმართ.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო აძლიერებს თავის პოზიციებს როგორც საერთაშორისო ტურისტული და საქმიანი მიმართულება.
კონტაქტი
უახლესი აქტუალური ინფორმაცია ჩვენს
სოციალურ ქსელებში