საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი ამოქმედდა — პირდაპირ ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის თავზე.
მისი სიმაღლე 320 მეტრია, მარშრუტის სიგრძე — 600 მეტრი, ხოლო დაშვებისას სიჩქარე 70 კმ/სთ-მდე ვითარდება.
ღირებულება 50 ლარი — საქართველოს მოქალაქეებისთვის 80 ლარი — უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის
ახალი ატრაქციონი ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ფონზე შეიქმნა. ეს კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში ტურისტული მარშრუტები, ინფრასტრუქტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრები.
ტურისტული ნაკადის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნა გაქირავებაზე, სასტუმრო ფორმატის ობიექტებსა და პერსპექტიულ ლოკაციებში არსებულ უძრავ ქონებაზე.