წყარო:gnta.ge
თბილისი მსოფლიოს 20 საუკეთესო კულტურულ ქალაქს შორის დასახელდა
ტურისტულმა გამოცემამ Time Out Abudhabi თბილისი მსოფლიოს საუკეთესო კულტურულ მიმართულებებს შორის დაასახელა. რეიტინგი ეფუძნება 18 500 მოგზაურის გამოკითხვას.
ქალაქმა მაღალი შეფასება მიიღო ხელოვნების, თეატრის, მუსიკისა და საერთო კრეატიული გარემოს განვითარებისთვის.
თბილისი ისეთი კულტურული ცენტრების გვერდით მოიხსენიეს, როგორიცაა პარიზი, ფლორენცია, ბარსელონა, ამსტერდამი და ლისაბონი.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ქალაქის მზარდ მიმზიდველობას როგორც ტურისტებისთვის, ასევე ინვესტორებისთვის, რომლებიც აფასებენ უნიკალური ატმოსფეროსა და კულტურულ პოტენციალს.
კონტაქტი
უახლესი აქტუალური ინფორმაცია ჩვენს
სოციალურ ქსელებში