წამყვანი არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია Etihad Airways თბილისში ფრენებს იწყებს
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) მონაცემებით, არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways პირდაპირ რეისებს აბუ-დაბი – თბილისი – აბუ-დაბის მარშრუტით 2026 წლის 1 მარტიდან იწყებს.
ფრენები კვირაში 14-ჯერ შესრულდება, ხოლო ნებართვის პროცედურები 2025–2026 წლების ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.
გასულ წელს საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის 647 ათასზე მეტი მგზავრი იყო გადაყვანილი, რაც საქართველოსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებს შორის მთლიანი მგზავრთა ნაკადის 59%-ს შეადგენს.
Etihad Airways დაარსდა 2003 წელს, მისი ჰაბი აბუ-დაბის (ზაიდის) საერთაშორისო აეროპორტია. 2023 წელს ავიაკომპანიის შემოსავალმა 6,4 მილიარდი დოლარი შეადგინა, მოგებამ კი – 476 მილიონი დოლარი.