Condor Airlines ბრუნდება საქართველოში ფრანკფურტი-თბილისის ყოველდღიური რეისები 2026 წლის 15 ივნისიდან!
გერმანულმა ავიაკომპანია Condor Airlines-მა გამოაცხადა საქართველოს ბაზარზე დაბრუნება და ფრანკფურტი — თბილისი — ფრანკფურტის ყოველდღიური პირდაპირი რეისების დაწყება 2026 წლის 15 ივნისიდან.
Condor უკვე ოპერირებდა საქართველოში 2022−2023 წლებში, როდესაც კვირაში ორჯერ ახორციელებდა ფრენებს. ახლა კი ავიაკომპანია დაბრუნდება გაფართოებული ფორმატით — ყოველდღიური რეისებით.
ამ სიახლეს გამოეხმაურა აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორიც: „Condor Airlines-ის დაბრუნება მნიშვნელოვანი მოვლენაა ავიაციის, ტურიზმისა და ტრანზიტული ფრენების განვითარებისათვის. 2026 წლის 15 ივნისიდან კომპანია ფრანკფურტი-თბილისი-ფრანკფურტის ყოველდღიურ პირდაპირ რეისებს განაახლებს. ეს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს კავშირს ევროპასთან, რაც ახალ შესაძლებლობებს ხსნის ტურიზმისა და ბიზნესისთვის,“ — აღნიშნა ლევან მოსეშვილმა.
ბილეთების დაჯავშნა საქართველოში უკვე შესაძლებელია.