უძრავი ქონების სააგენტო Orange Group-მა გამოფენაზე წარადგინა უძრავი ქონების აქტუალური ობიექტები:
— DreamLand Oasis (ჩაქვი): ელიტური სასტუმრო-საცხოვრებელი კომპლექსი. კომპლექსის ტერიტორიაზე შექმნილია საკუთარი ინფრასტრუქტურა: ღია და დახურული აუზები, ახალი თანამედროვე აკვაპარკი, ბარები და რესტორნები, საბავშვო მოედნები, სანაპირომდე გასასეირნებელი ბულვარი, ბოულინგი, სათამაშო დარბაზი, 3D, 7D, 9D კინოთეატრები, ჩოგბურთის კორტები, ფეხბურთის მოედანი, ღამის კლუბი, კარაოკე, SPA ცენტრი, კალათბურთის და ფრენბურთის მოედანი.
— RED: მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ახალ ბულვარში, შავი ზღვის სანაპიროსთან, ლეხ და მარია კაჩინსკების პარკის მიმდებარედ, ანგისის ქუჩა 30−32. კომპლექსი გთავაზობთ ქალაქში ერთ-ერთ საუკეთესო ინფრასტრუქტურას.
— Balance: ბიზნეს კლასის საცხოვრებელი კომპლექსი ვაჟა ფშაველას და ბრწყინვალეს ქუჩების კვეთაზე. ბიზნეს კლასის კომპლექსი ოჯახებისთვის და არა მხოლოდ. სახლიდან ხუთი წუთის სავალზე არის ყველაფერი: მაღაზიები, 24 საათიანი სუპერმარკეტები, რესტორნები. მეზობელ კვარტალში ფუნქციონირებს სკოლა, სახლის მოპირდაპირედ შენდება თანამედროვე სამსართულიანი მუნიციპალური ბაღი. საცხოვრებელი კომპლექსის შიდა ინფრასტრუქტურა მოიცავს: სუპერმარკეტს, აფთიაქს, კაფეს, ხილ-ბოსტნეულის მაღაზიას, ბავშვთა განვითარების ცენტრს და სილამაზის სალონს.
— ასევე წარვადგინეთ ახალი პროექტი, რომლის პრისეილი მაისში იწყება და შესაძლებლობას იძლევა პროექტში შეხვიდეთ ყველაზე ხელსაყრელი ფასებით.